თბილისის მერია კომპანია "სითი პარკისგან", რომელსაც დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ხელშეკრულება შეუწყვიტა, აქტივებს ყიდულობს.
როგორც თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ "პალიტრანიუსს" განუცხადა, "სითი პარკისგან" მერია ევაკუატორების და სამკერდე კამერების შესყიდვას აპირებს, რისთვისაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
რაც შეეხება სამართლებრივ პროცესს, როგორც ხმალაძე აცხადებს, მერიის წინააღმდეგ "სითი პარკს" ფორმალურად, სამართლებრივი პროცესი არ დაუსრულებია.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის აპრილში თბილისის მერიამ კომპანია "სითი პარკს" პარკირებაზე ზედამხედველობის უფლება ჩამოართვა და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ხელშეკრულება შეუწყვიტა. ამ დროიდან პარკირებაზე ზედამხედველობას "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" ახორციელებს.