ბუდაპეშტში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მირზა სხულუხიამ (70 კგ) და ტატო გაფრინდაშვილმა (79 კგ) ოქროდ მედლები მოიპოვეს. სხულუხიამ რუსეთის წარმომადგენელი ჩერმან ვალიევი შეხვედრის მიწურულს სუფთად დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. გაფრინდაშვილმა აზერბაიჯანელი აბუბაკრ აბაკაროვი 59 წამში დაამარცხა და გამარჯვებული გახდა.