მექსიკის დიდი პრიზის მოგება ლუის ჰამილტონმა შეძლო. ამ მოგებით ბრიტანელი ჩემპიონის ტიტულს ძალიან მიუახლოვდა და მის მოსაპოვებლად სულ რაღაც 4 ქულა სჭირდება. ეს გამარჯვება ჰამილტონისთვის ამ სეზონში მეათეა, ხოლო კარიერაში 83-ე. ამასთან, როგორც კონსტრუქტორმა, „მერსედესმა“ მე-100 რბოლა მოიგო. მექსიკაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ჰამილტონმა ტიტულზე თავის ერთადერთ მეტოქეს და თანაგუნდელ ვალტერი ბოტასთან უპირატესობა 74 ქულამდე გაზარდა. დარჩენილ სამ რბოლაში კი მაქსიმუმ 78 ქულის აღებაა შესაძლებელი. რბოლა მეორე და მესამე ადგილებზე დაასრულეს სებასტიან ფეტელმა და ბოტასმა.