კომპანია Huawei-მ ახალი კეცვადი სმარტფონი Huawei Mate X წარადგინა. მსურველებს სმარტფონის შეძენა ჩინეთში უკვე 15 ნოემბრიდან შეეძლებათ. მისი ღირებულება 2 ათას 400 დოლარი იქნება.
გაუმჯობესებული Huawei Mate Xs კი, რომელიც Kirin 990 5G -ის უახლეს პლატფორმაზე იმუშავებს, მხოლოდ მომავალ წელს გამოვა და ჯერ-ჯერობით მისი ღირებულება ცნობილი არ არის.
კომპანიის წარმომადგენლებს მოცემული მომენტისთვის არ გაუვრცელებიათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის გავა სმარტფონი მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე, მათ შორის ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუმცა, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ისიც არ არის ცნობილი, საერთოდ გასცდება თუ არა Huawei Mate X ჩინეთის საზღვრებს, განსაკუთრებით თუ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომსა და Huawei-სთან არსებული კონფლიქტის გავითვალისწინებთ.