ზუგდიდში, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რეგიონის პედაგოგოებს შეხვდა. მისი თქმით შემთხვევითი არ არის, რომ ზუგდიდში შეხვედრები სწორედ პედაგოგებისგან დაიწყო, ვინაიდან მთავრობას სრულად აქვს გაცნობიერებული, რამდენად მნიშვნელოვანია ის საქმე, რომელსაც ისინი აკეთებენ. რადგან სახელმწიფო თავის თავს გამოხატავს მასწავლებლით, ექიმით, და კეთილსინდისიერი სამართალდამცველით. გახარიამ ასევე ისაუბრა დარგში არსებულ გამოწვევებზე და პედაგოგებს პრობლემებზე ღიად და გულწრფელად საუბრისკენ მოუწოდა.