„ბიბლუსი გალერეაში" „ლურჯი ოკეანის" კვირეულის ფარგლებში რამაზ გიგაურის ლექცია - „როგორ შევცვალოთ ის, რაც არ მოგვწონს“ გაიმართა. ასევე, გაიმართა მისი წიგნის, „წარმატების 365 გასაღების“ მეორე ნაწილის პრეზენტაცია. ღონისძიების თემები იყო: ცხოვრების ოთხი დიდი სეზონი, ოთხი დიდი მოტივატორი, ოთხი გრძნობა, რომელსაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია და ოთხი გასაღები „წარმატების 365 გასაღების“ მეორე ნაწილიდან. როგორც ავტორმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მისი წიგნის მიმართ ყოველ წელს მეტი დაინტერესებაა მკითხველისგან