საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები "ფიფა" რეიტინგში 1 საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად 90-ე პოზიციას იკავებს. აღსანიშნავი ის გახლავთ, რომ ფიფას რეიტინგის შექმნიდან დღემდე, საქართველოს ეროვნული ნაკრების საშუალო რეიტინგი 91-ე ადგილი გახლავთ. საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ მატჩს 15 ნოემბერს, გასვლაზე, შვეიცარიასთან ჩაატარებს. ეს იქნება ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩი. ამის შემდეგ, 19 ნოემბერს, ქართველი ფეხბურთელები ხორვატიაში ადგილობრივ ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.