დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ტყვიის მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე, ისაუბრა იმ პირველად შედეგებზე, რომელიც ორგანიზმში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტებითმა და საგანმანათლებლო მუშაობის შედეგებმა გამოიღო. მისი თქმით კვლევაში იკვეთება სუნელების მნიშვნელობა, ასევე ზოგიერთ შემთხვევაში სათამაშოები და საღებავები. როგორც მან აღნიშნა, ოჯახები, სადაც კვლევისას ტყვიის შემცველობა მომატებული იყო, ხელახლა შემოწმდნენ და ამ მხრივ პოზიტიური შედეგია. გამყრელიძემ დასძინა რომ „სახელმწიფომ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული სტრატეგია მაშინვე შეიმუშავა".