"თი ბი სი ბანკის" ერთ-ერთი დამფუძნებლის ბადრი ჯაფარიძის თქმით, ეროვნულ ბანკს "პროგრეს ბანკთან" დაკავშირებით იმაზე მეტი ინფორმაცია აქვს ვიდრე ამბობს. ამით ჯაფარიძე ეროვნული ბანკის პრეზიდნეტის კობა გვენეტაძის განცხადებას გამოეხმაურა.
გვენეტაძის თქმით, "პროგრეს ბანკი" დღესდღეობით უკვე აღარ არსებობს, ამიტომ შეუძლებელია მისი შემოწმება. გვენეტაძის თქმით, არასწორია ინფორმაცია, თითქოს ეროვნული ბანკის გარეშე არც ერთი ტრანზაქცია არ ხორციელდება.