მსგავსი პროვოკაციული განცხადებები წარმოადგენენ იმ დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს, რომელსაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აქტიურად იყენებენ საოკუპაციო ძალები, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე და ზოგადად, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მათ მიერვე ინსპირირებული პროვოკაციული ქმედების გასამართლებლად, - ასე პასუხობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებას იმის თაობაზე, რომ "ქართული უსაფრთხოების ძალები საზღვართან ფართომასშტაბიან პროვოკაციას ამზადებენ".
როგორც "პალიტრანიუსს" სუს-ში განუცხადეს, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა ბერკეტს, რათა ადგილზე უზრუნველყოფილ იქნეს ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უსაფრთხოება.
შეგახსენებთ, ცხინვალი დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით ქართული მხარე ე.წ. საზღვარზე არასტაბილურობის კერას ქმნის და ფართომასშტაბიანი პროვოკაციის მოსაწყობად ემზადება.