იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს პაატა სილაგაძეს უსმენენ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წვერ დავით მათიკაშვილს შორის რამდენჯერმე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ბესელია მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით სილაგაძისთვის კითხვის დასმას ცდილობდა, რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ბესელიას კითხვებს არ უპასუხებდა, ვინაიდან დამოუკიდებელ დეპუტატს მის მიმართ წინასწარ აქვცს შექნილი ნეგატიური განწყობა და მისი შვილის საქმიდან გამომდინარე ბესელიას კითხვები მის მიმართ არაობიექტური იქნებოდა. ამის შემდეგ ბესელიამ მოსამართლის საქმიანობის შეფასება დაიწყო და მას წინა ხელისუფლების ჯალათი უწოდა, რის გამოც დავით მათიკაშვილმა, რომელსაც სხდომა მიჰყვადა სიტყვა შეაწყვეტინა. ამ ფაქტს დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.