საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ გიორგი გახარიასა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა არ იგეგმება.
როგორც დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამომავლო შეხვედრაზე ნიუ-იორკში გამართული შეხვედრისას საუბარი არ ყოფილა.
შეგახსენებთ, მედიაში შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა, თუმცა ოფიციალურად მსგავსი ვერსია ხელისუფლებაში არავის დაუდასტურებია.