სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი შენობა ფოთშიც გაიხსნა - Palitra News

სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი შენობა ფოთშიც გაიხსნა

2019-10-23 11:01:39+04:00

ფოთში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი შენობა გაიხსნა. ოფისი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილებ დავით ფარცვანიამ გახსნეს. სურსათის ეროვნული სააგენტო ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკური საშუალებებითაა აღჭურვილი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს დასავლეთ საქართველოში სურსათის ეროვნული სააგენტოს ოთხი ახალი შენობა გაიხსნა და აღიჭურვა.