ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა რომ ანაკლიის პროექტი ზედმეტად დაგვიანდა. რაც შეეხება ანაკლიის თემაზე პარლამენტში ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის შესაძლო მისვლის საკითხს, თურნავა აცხადებს, რომ მთავრობა ღიაა ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ღია დიალოგებისთვის. მინისტრსი თქმით ანაკლიის პროექტს არა მხოლოდ საქართველო, მთელი დერეფანი ელოდება.