პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დასწრებას საკრებულოს დეპუტატი ვატო შაქარაშვილიც ცდილობდა. მისი თქმით მან ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაიარა, ცხრათავიანი გველეშაპიც განგმირა, სანამ პარლამენტის შენობაში შევიდოდა.
შაქარაშვილის განცხადებით მან მიქაუტაძეს, როგორც "ადამიანმა ადამიანს, აპატია უკანონო განაჩენი", თუმცა, როგორც მოსამართლეს, ვერ აპატიებს.
შეგახსენებთ, 2012 წელს სწორედ მოსამართლე მიქაუტაძემ გაასამართლა და ორთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. შაქარაშილის განცხადებით, მიქაუტაძემ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით მიიღო.