ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში, მევენაეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც მევენახეები ამბობენ, კერძო კომპანია მათ 14 ტონა მოსავლის შესყიდვას დაპირდა, თუმცა კომპანია მხოლოდ 5 ტონა ყურძენს ყიდულობს. ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ. რთველის შტაბში კი აღნიშნავენ, რომ ყურძნის მოსავლის შესყიდვაზე მოლაპარაკება რამდენიმე კერძო კომპანიასთან მიმდინარეობს.