ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბის განთავსებასთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის ის, როდის შეიძენს ახალ ფუნქციას ამ დროისთვის დაკონსერვებული, 340 მილიონიანი შენობა, ჯერ კიდევ უცნობია.
პალიტრანიუს დაინტერესდა, რა სტადიაზეა საკითხზე მუშაობა, თუმცა როგორც ირკვევა, შენობა ამ დრომდე პარლამენტის ბალანსზეა და ის შსს-ს ჯერ არ გადასცემია.
ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 10 თვეში, რაც შენობას ფუნქცია აღარ აქვს, მხოლოდ დაცვაზე მისი შენახვა სახელმწიფოს თითქმის ნახევარი მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა.