საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს 16 დეკემბრიდან სახელმწიფო დაცვა მოეხსნება.
როგორც "პალიტრანიუსს" სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში განუცხადეს, მოცემულ ეტაპზე არ იკვეთება რაიმე გარემოება, რის გამოც გიორგი მარგველაშვილისთვის სახელმწიფო დაცვის შენარჩუნება აუცილებელი იქნებოდა. მათივე განმარტებით, საფრთხეების შეფასება, რის საფუძველზეც დასაცავი პირისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნის ან შენარჩუნების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება, პერიოდულად ხდება და უშუალოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შემთხვევაში საკითხი დეკემბრამდე კიდევ გადაიხედება.
ყოფილი პრეზიდენტი კანონში გაჩენილ კანონში ახალ ჩანაწერს, პერსონალურად მასზე მორგებულ ცვლილებად მიიჩნევს.
გიორგი მარგველაშვილის გარდა, 2020 წლის ივლისიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აღარ დაიცავს ასევე პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს. კობახიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტისთვის და პარლამენტის თავმჯდომარისთვის დაცვის დატოვება საჭიროებას არ წარმოადგენს.