ფილიპინებში, კუნძულ მინდანაოზე, 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერსი" ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 3 და დაშავდა ათობით ადამიანი. დაღუპულებს შორის 7 წლის გოგონაა, რომელიც საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში მოჰყვა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დავაოდან დაახლოებით 80 კილომეტრში მდებარეობდა.