დღეიდან, კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით, 25%-მდე შემცირდება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ბრძანებაშია აღნიშნული.
აღნიშნული ცვლილების შედეგად, ეროვნული ბანკი დამატებით დაახლოებით 700 მილიონი დოლარის უცხოური ვალუტის სესხების გაცემას და უცხოური ვალუტის სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას ელოდება. გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი კი ლარის გაუფასურების ინფლაციაზე გავლენა გახდა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება 1-ელ ოქტომბერს დააანონსა.