პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს მოუსმენენ.
როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, უმრავლესობას კითხვები ექნება ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ქვეყნის დღის წესრიგში საგარეო მიმართულებით დგას. გარდა ამისა სხვა საკითხებთან ერთად კითხვები დაისმება დავით გარეჯთან მიმართებაში. გარდა ამისა უმრავლესობაში ვარაუდობენ, რომ ოპოზიცია მინისტრს კითხვებს ლავროვი -ზალკალიანის შეხვედრასთან დაკავშირებით დაუსვამს.
"მინისტრის საათი" ახალი რეგლამენტით განსაზღვრული ფორმატია, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს, რის შემდეგაც დებატები იმართება.