ხაშურის სამშობიარო სახლში დედა და ჩვილი გარდაიცვალნენ. აღნიშნული ორსულობა ახალგაზრდა ქალისთვის მეხუთე იყო.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, შიდა მოკვლევის სამსახურმა უკვე დაიწყო ფაქტის შესწავლა. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, იკვეთება პროცესში მონაწილე პერსონალის გადაცდომა.