ლონდონში კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ აქციების გამართვა საღამოობით იკრძალება. პოლიციამ ტრაფალგარის მოედანი აქტივისტებისგან უკვე გაათავისუფლა.
სამართალდამცავი უწყების განცხადების მიხედვით, 21 საათის შემდეგ აქციის გამართვა შეიზღდება და ამ დროის შემდეგ აქციაზე გასულ დემონსტრანტებს დააკავებენ. მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ გასულ ორშაბათს დაიწყო. აქციის მონაწილეები მთავრობას მოუწოდებენ კლიმატური ცვლილებების შესაჩერებლად საჭირო ნაბიჯები გადადგან. მსვლელობების დროს იყო შეტაკებებიც, პოლიციამ მხოლოდ ლონდონში ამ ხნის განმავლობაში 1400-ზე მეტი აქციის მონაწილე დააკავა.