მოყვარული აპლოდისმენტების, კალათბურთის და საარტილერიო პრეზენტაციების. ის ჭკვიანი სახით, როგორც პროფესიონალი, ამოწმებს საქონელს საბავშვო მაღაზიებში, სუპერმარკეტებში და ყველაზე მთავარი - პოლიგონებზე.
კიმმმ ჩენნ ინი - ჩრდილო კორეელი დიქტატორების მემკვიდრე, იმ ქვეყნისა და წესრიგის მოყვარული, რომელიც მას მამამ და ბაბუამ დაუტოვეს. ის მაქსიმალურად ცდილობს დაიცვას რესპუბლიკის რეპუტაცია, თუმცა მისმა არაადეკვატურმა ქცევებმა, საკუთარი ხალხის დამონებამ თუ დაზომბებამ და იარაღების სიყვარულმა, იგი მსოფლიოსთვის, ერთგვარად შეიარაღებულ და ძალიან სახიფათო, თუმცა მაინც კომიკურ არლეკინად აქცია.
მამის გარდაცვალების შემდეგ, რამდენიმე კვირით მთელს სახელმწიფოში გლოვა გამოცხადდა. კიმმა, ტრაურში ყოფნის დროს, როგორც აღმოჩნდა შეიმუშავა სამომავლო სტრატეგია და შექმნა, როგორც დამოუკიდებელი მმართველის საზოგადოებრივი სახე. მართვა რკინის მუშტით, მუდმივად მკაცრი რიტორიკა და მუდამ საკუთარ მუსკულებზე ყურება, თუ რაოდენ შეიარაღებული და ძლიერია ის… მოკლედ რომ ვთქვათ, შეიქმნა საკუთარი კულტი , როგორც ამას მისი დიდებული წინაპრები აკეთებდნენ.
კიმ ჩენ ინი 28 წლის იყო, როდესაც ქვეყნის მართვის სადავეების ხელში აღება მოუწია, მეტად სწორი ფორმულირება იქნება ალბათ, რომ ვთქვათ: 28 წლის იყო, როდესაც სრული ძალაუფლება მოიპოვა-მეთქი, თუმცა სიტუაციას თუ გავითვალისწინებთ, ეს ერთი და იგივეა. ეს გახლდათ უნიკალური შემთხვევა მსოფლიო ისტორიაში, თუ არ ჩავთვლით ჰაიტელ ტირანს, ჟან კლოდ დუვალიეს, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი 19 წლის ასაკში გახდა.