სასულიერო პირები დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე კომენტარს აკეთებენ.
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ზოგადად, ეკლესია არ არის მომხრე ვინმეს ციხეში ყოფნის. მეუფე ყველაზე სამწუხაროს იმას უწოდებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე დღესაც არაფერი იცის. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლოს შეფასებით,
მამა გიორგი მამალაძის მდგომარეობა მძიმეა. სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ თუკი იმ ადამიანების შეწყალება ხდება, რომელზეც მერე მთელი ქვეყანა დუღს, მამა გიორგის შეწყალება პრობლემა არ უნდა იყოს.