"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უპასუხა. ბაქრაძის თქმით მათი პარტიის ინტერესშია, რომ ოპოზიცია ერთიანი იყოს, თუმცა სამწუხაროა რომ მიხეილ სააკაშვილს დღემდე ასეთი რეაქცია აქვს განსხვავებულ აზრზე და თემატურ კრიტიკას პასუხობს ტალახის სროლით.
როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ივანიშვილის ინტერესია გამოაჩინოს პროცესები ისე, თითქოს საქართველოში არის ორი არჩევანი და სწორედ ამ ორი არჩევანის პირობებში აპირებს მოგებას. მისივე თქმით, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ არჩევანი არის ბევრად მეტი ვიდრე მხოლოდ "ქართული ოცნება" ან "ნაციონალური მოძრაობა".
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ევროპული საქართველო" კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და "ფეისბუქზე" სტატუსი ასეთი ფორმულირებით დაწერა: - "გამარჯვება "ქოცებზე" და "ევრო-ქოცებზე" მალე საქართველოში".