უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტის მერის არჩევნებში ოპოზიციონერმა კანდიდატმა გერგეი კარაჩონიმ გაიმარჯვა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ევრონიუსი" ავრცელებს.
ხმების 74.4%-ის დათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კარაჩონიმ არჩევნებში ამომრჩეველთა 50.1%-ის მხარდაჭერა მოიპოვა, მისმე მეტოქემ, მმართველი პარტია "ფიდესის" მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ისტვან ტარლოსმა კი - 44.8%.
"ეს უნგრეთის შევცლისკენ წინგადადგმული ნაბიჯია. ჩვენ ბუდაპეშტს ევროპაში დავაბრუნებთ", - წერს გერგეი კარაჩონი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში".
ისტვან ტარლოსმა დამარცხება აღიარა და მეტოქეს გამარჯვება მიულოცა.
წინასწარი შედეგების თანახმად, ოპოზიციურმა პარტიებმა უმრავლესობა - 17 ადგილი - მოიპოვეს ბუდაპეშტის გენერალურ ასამბლეაშიც, სადაც 14 ადგილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია "ფიდესს", ორი კი - დამოუკიდებელ კანდიდატს ერგო.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ბუდაპეშტში კვირას გაიმართა.