ტექნოლოგიური კომპანია Apple მასობრივი წარმოების დამატებითი რეალობის სათვალეების გამოცემას გეგმავს. იგეგმება მისი როგორც აქსესუარის გამოცემა ახალ სმარტფონებთან.
როგორც Mediapost-ი წერს, კორპორაციის მსგავს ნაბიჯს TFI Securities-ის ანალიტიკოსი პროგნოზირებს, რომელიც აქამდე Apple-ის სიახლეებზე ზუსტ პროგნოზებს აკეთებდა.
გამოცემა აზუსტებს, რომ სათვალეები ზომაში იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე მისი ანალოგები ბაზარზე, ვინაიდან გაჯეტი მასიური მოხმარებისთვის იქნება გათვლილი.
წინასწარი ვარაუდით, ისინი 2020 წლიდან გამოჩნდება.