ორხევში მომხდარი მკვლელობაში ბრალდებულ 82 წლის მამაკაცს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ბრალდებულის თქმით, კონფლიქტი ფინანსური დავის გამო დაიწყო. მისივე ინფორმაციით, მამაკაცი პერიოდულად ფულს სესხულობდა და შემდგომ არ უბრუნებდა.
წინასასამართლო სხდომა 2 დეკემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.
ცნობისთვის, მკვლელობა 9 სექტემბერს, ორხევში, მუხაძის ქუჩაზე მოხდა. მკვლელობაში ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.