ამერიკის ფედერალური ხელისუფლება აპირებს მიიღოს ზომები, რომლებიც ავტომობილზე ფასების კლებას გამოიწვევს. საუბარია, 3 ათას 500 დოლარიან გაიაფებასა და მათი უსაფრთხოების გაზრდაზე. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამოსვლისას განაცხადა.როგორც ტრამპმა აღნიშნა, ხელისუფლება აპირებს ავტომობილები უფრო მეტად ხელმისაწვდომი და უსაფრთხო გახადოს. პრეზიდენტის თქმით, ფედერალური ხელისუფლება ეწინააღმდეგება კალიფორნიის შტატის დამოკიდებულებას საავტომობილო დარგისადმი. ვინაიდან თეთრ სახლში ფიქრობენ, რომ კალიფორნიაში წარმოებულ ავტომობილებს უსაფრთხოების თვალსაზრისით, პრობლემები აქვს.
ტრამპის განცხადებით, ხელისუფლება, საავტომობილო მრეწველობაში ახალი სტანდარტების შესახებ, მალე გამოაცხადებს.