ირანი თურქეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია სირიაში და საკუთარი ჯარი ქვეყნიდან გაიყვანოს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ თეირანი შეშფოთებულია "კონფლიქტის ზონაში არსებული ჰუმანიტარული სიტუაციითა და იმ საფრთხეებით, რაც მშვიდობიან მოსახლეობას ემუქრება".
"ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს თავდასხმის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და თურქული ჯარის სირიის ტერიტორიიდან გაყვანის აუცილებლობას", - ნათქვამია განცხადებაში.