სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატებული საქმიანობისთვის, მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
შეხვედრაზე მინისტრმა სატყეო სექტორში ბოლო წლებში მიმდინარე საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებზე ისაუბრა.
წელს პირველად, ადრეულ ასაკში გარდაცვლილი ახალგაზრდა მეცნიერისა და მეტყევის პრემია დაწესდა, რომლის მფლობელი სხვადასხვა უნივერსიტეტის 3 სტუდენტი გახდა.