ყველა კრიტიკულ მედიას, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს აღძრეს საქმეები. ეს ხდება იმიტომ რომ ადამიანებს თავისუფლებაზე ევაჭრონ, - ამის შესახებ განცხადება TV პირველის მფლობელმა ვატო წერეთელმა ჟურნალისტებთან ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
ვატო წერეთელის თქმით, ის და მისი ოჯახის წევრები არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და თავისუფალი სიტყვის დასაცავად მზად არიან წავიდნენ საპატიმროშიც.
შეგახსენებთ, რომ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა, რომელზეც მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.