თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელებენ.
გამოძიება გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და უშუალო მონაწილეობა ედავება.
ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიების სახით 30 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული და სახლს საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ვერ ტოვებს.
სხდომაზე ადვოკატი ნიკა მელიას სამაჯურის მოხსნის შუამდგომლობასაც დააყენებს.
დღევანდელ სხდომაზე ნიკა მელიას მხარდასაჭერად სასამართოში მისი თანაგუნდელებიც იმყოფებიან.