ამერიკის შეერთებული შტატები განიხილავს ფინანსური დახმარების ვარიანტებს ევროპული კომპანიებისთვის, რომლებიც ჩინური კორპორაციის Huawei-ის კონკურენტები არიან.
როგორც ცნობილია, ვაშინგტონის აზრით, აღნიშნული კომპანია მეხუთე თაობის მობილური კავშირის სფეროში მსოფლიოს მასშტაბით, საშიში დომინანტი ხდება. ამის შესახებ ამერიკული Financial Times-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ამერიკის ხელისუფლების ჩინოვნიკები გამოვიდნენ წინადადებით, რომ ამერიკამ კრედიტები გამოყოს ისეთი კომპანიებისთვის როგორებიცაა: Nokia და Ericsson-ი, რათა მათ შეძლონ კონკურენციის გაწევა Huawei-სთვის.