პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქმეში პოლიციელების ფიგურირება უაღრესად მძიმე აღსაქმელია, თუმცა ერთეული შემთხვევების გამო სამართალდამცავებს, რომლებიც ქვეყანას ღირსეულად ემსახურებიან, ჩრდილი არ უნდა მიადგეთ.
როგორც გახარიამ აღნიშნა, როდესაც სამართალდამცავი სისტემის ინტერესების გათვალისწინების გარეშე ჩაიდენს დანაშაულს, ხელისუფლება უფრო მეტად მკაცრი იქნება, რადგან, მისი თქმით, მათი მიდგომა ასეთ შემთხვევებზე არის აბსოლუტურად დაუნდობელი და შეურიგებელი.
ცნობისთვის, 5 ოქტომბერს, რუსთავში, მდინარე მტკვარმა დავით მუმლაძის ცხედარი გამორიყა. ცხედარს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. მკვლელობის ბრალდებით 5 პირია ბრალდებული, მათ შორის 2 მოქმედი 1 კი ყოფილი პოლიციელია.