ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნაზი ჯანეზაშვილმა იგივე უმაღლესის სასწავლებელი დაამთავრა, რომელიც შალვა თადუმაძემ.
როგორც მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტსი სხდომაზე განაცხადა, ინსტიტუტი რომელიც შალვა თადუმაძემ დაამთავრა 2003 წლამდე ფიქსირდებოდა როგორც თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი და იგივე უმაღლესი 2002 წელს ნაზი ჯანეზაშვილს აქვს დამთავრებული, რომელმაც ეს დიპლომი წარმოადგინა და მას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.