მიუხედავად საჭირო ტექნოლოგიების ფლობისა, ირანს არასდროს უწარმოებია და გამოუყენებია ბირთვული იარაღი. ამას ჩვენი რელიგია კრძალავს, - ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ჰამენეიმ განაცხადა.
"ბირთვული ბომბების წარმოება და გამოყენება ცოდვაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ბირთვული ტექნოლოგიები, მსგავს ქმედებას თავს ვარიდებთ", - განაცხადა ლიდერმა.
შეგახსენებთ, ირანი გამუდმებით უარყოფს დასავლეთის ბრალდებებს ბირთვული იარაღის წარმოებასთან დაკავშირებით.