ზაზა სარალიძე ადვოკატთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროში მისი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებულ მასალებს გაეცნო.
როგორც მასალების გაცნობის შემდგომ ჟურნალისტებს სარალიძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ განუცხადა, მასალებში არ არის 1-2 დეკემბრის ჩანაწერები. მისივე თქმით, ინფორმაცია, წაშლილია თუ არა ნაწერები ან გადასცემენ თუ არა მათ შემდგომში, არ არის განმარტებული.
ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, საუბრებში კალანდიას გვარი არასრულწლოვნების მხრიდან არაერთხელ არის ნახსენები. როგორც ცნობილია, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს შუამდგომლობით, მიიღეს „ინსტაგრამიდან“ 4 პირის პირადი მიმოწერა.