"თიბისი კაპიტალმა" ტურიზმის სექტორის შესახებ კვლევა ჩაატარა. კვლევის მიხედვით, მომდევნო წლებში საქართველოში მოსალოდნელია ტურიზმის სექტორის, ასევე ვიზიტორების მხარჯველობითუნარიანობის ზრდა. დოკუმენტის მიხედვით, წლევანდელი ზაფხული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი.ამოწვევა იყო, თუმცა არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, წლის ბოლომდე კვლავ მოსალოდნელია ტურისტების რაოდენობის 5%-იანი ზრდა. ამასთან, ბოლო პერიოდის ზრდის მაჩვენებლით, საქართველო უსწრებს ევროპის ისეთ ტურისტულ ქვეყნებს, როგორებიცაა: საბერძნეთი, ხორვატია, მალტა და კვიპროსი. "თიბისი კაპიტალის" წარმომადგენლების თქმით, თუ საქართველოს ისევ ამ ტურისტულ ქვეყნებს შევადარებთ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს 2-ჯერ მეტი ტურისტის მიღების პოტენციალი აქვს. კვლევამ ასევე ცხადყო, რომ საქართველოში, ტურიზმის სექტორის კიდევ მეტად განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია რომ გაიზარდოს ტურისტებისთვის დასარჩენი ადგილების რაოდენობა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში ერთ სულ ვიზიტორზე განთავსების რაოდენობა მზარდია, თუმცა ჯერ კიდევ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპაში. აღსანიშნავია,რომ გასული წლის მანძილზე, ტურიზმის სექტორში "თიბისის" კონტრიბუციამ 800 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 300 მილიონი რეგიონებში ტურიზმის განვითარებას მოხმარდა.თიბისი კაპიტალის კვლევა ტურიზმის ინდუსტრიის ბოლო წლების ტენდენციებს აღწერს და მის ფარგლებში სხვადასხვა კლასის სასტუმროების წარმომადგენლები გამოიკითხნენ თბილისსა და რეგიონებში. დოკუმენტშიგაანალიზებულია საერთაშორისო ტურიზმთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია და მოყვანილია სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები."თიბისი კაპიტალის" კვლევის მიხედვით, მომდევნო წლებში საქართველოში მოსალოდნელია ტურიზმის სექტორის, ასევე ვიზიტორების მხარჯველობითუნაირიანობის ზრდა.დოკუმენტის მიხედვით, წლევანდელი ზაფხული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, თუმცა არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, წლის ბოლომდე კვლავ მოსალოდნელია ტურისტების რაოდენობის 5%-იანი ზრდა. ბოლო პერიოდის ზრდის მაჩვენებლით, საქართველო უსწრებს ევროპის ისეთ ტურისტულ ქვეყნებს, როგორებიცაა: საბერძნეთი, ხორვატია, მალტა და კვიპროსი. თუ საქართველოს ისევ ამ ტურისტულ ქვეყნებს შევადარებთ, შეიძლება ითქვას, რომ ორჯერ მეტი ტურისტის მიღების პოტენციალი გვაქვს. კვლევა გვიჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია გაიზარდოსტურისტებისთვის დასარჩენი ადგილების რაოდენობა. საქართველოში ერთ სულ ვიზიტორზე განთავსების რაოდენობა მზარდია, თუმცა ჯერ კიდევ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპაში.გასული წლის მანძილზე, ტურიზმის სექტორში თიბისის კონტრიბუციამ 800 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან 300 მილიონი რეგიონებში ტურიზმის განვითარებას მოხმარდა. თიბისი კაპიტალის კვლევის ნახვა შესაძლებელია თიბისი რისერჩის ვებგვერდზე - https://www.tbcresearch.ge/en/SubCategory/Sector-Reports