2018 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 6.9 პროცენტით გაიზარდა და ათას 68 ლარი და 30 თეთრი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.მათივე ცნობით, 2018 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა ყველა სექტორში შეინიშნებოდა. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 ათას 236 ლარი;პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - ათას 712 ლარი და 20 თეთრი;მშენებლობა - ათას 552 ლარი.ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 2018 წელს ქალების საშუალო ხელფასი 822 ლარითა და 60 თეთრით; ხოლო კაცების - ათას 280 ლარითა და 70 თეთრით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მონაცემებით, საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.„საქსტატის“ მონაცემებით, საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, შესაბამისად, ათას 286 ლარითა და 40 თეთრით და ათას 68 ლარითა და 30 თეთრით.