მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან რუსეთში ძალაში შევიდა მთავრობის დადგენილება, რომლის თანახმადაც საცხოვრებელი სახლების, საერთო საცხოვრებლებისა და სასტუმროების აივნებზე მოწევა აიკრძალა. აკრძალვა ეხება აგრეთვე აივნებზე მწვადების შეწვასა და მაშხალების გაშვებას. დადგენილება ახალ ხანძარსაწინააღმდეგო ზომებს უკავშირდება, რომელიც ქვეყნის მთავრობამ დაამტკიცა.