ჟენევის მორიგი რაუნდი არამშვიდ ვითარებას დაემთხვა - მურატ ჯიოევი - Palitra News

ჟენევის მორიგი რაუნდი არამშვიდ ვითარებას დაემთხვა - მურატ ჯიოევი

2019-10-06 17:04:25+04:00

8-9 ოქტომბერს ჟენევაში მოლაპარაკებების მორიგი რაინდი გაიმართება. ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევის განცხადებით, დისკუსიები საკმაოდ არამშვიდ დროს დაემთხვა, როდესაც, მისი თქმით, ქართული მხარე სოფელ წნელისთან ვითარებას ძაბავს. ამის შესახებ ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ი იუწყება. „ვიმედოვნებთ, რომ შექმნილ ვითარებას თავისი ლოგიკური და დიპლომატიური გადაწყვეტა ექნება. მდგომარეობა, რომელიც შეიქმნა, კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ აუცილებელია ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის შექმნა“ - განაცხადა ჯიოევმა.