თელავი ღვინის ფესტივალს „თელავინო 2019“ მასპინძლობს - Palitra News

თელავი ღვინის ფესტივალს „თელავინო 2019“ მასპინძლობს

2019-10-05 16:21:11+04:00

ქართული ღვინის დღეების „ღვინობისთვე 2019“ ფარგლებში, თელავი ღვინის ფესტივალს „თელავინო 2019“ მასპინძლობს. ღონისძიება ერეკლე მეორის ისტორიული სასახლის ეზოს ტერიტორიაზე იმართება. ფესტვალზე დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული 100-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო, ჭაჭა და ბრენდია წარმოდგენილი. ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა გახსნა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მისასალმებელია, რომ „თელავინოს“ მასშტაბი ყოველწლიურად იზრდება და სულ უფრო მეტ მონაწილესა და სტუმარს იზიდავს.