„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ბათუმში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, ამ წლების განმავლობაში ნატო გვეუბნება, რომ მისი კარი ღიაა, მაგრამ არავინ გვეუბნება გაწევრიანების კონკრეტულ ვადას. მისივე განცხადებით, "პატრიოტთა ალიანსი" უსაფრთხოების იმ სისტემაზე საუბრობს, რომელიც შვეიცარიაში, ფინეთში, ავსტრიაშია აპრობირებული. მისი თქმით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით საუბარს შეეცდება.