ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 60 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ კი 103 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.54 პროცენტით, მაქსიმალური 8.09 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.004 პროცენტით განისაზღვრა.