1-ლი ოქტომბრიდან იაპონიაში სამომხმარებლო გადასახადი 8%-დან 10%-მდე გაიზარდა. გადასახადის გაზრდა შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახოს.ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საკმარისი გააკეთეს იმისთვის, რომ ამ რეფორმის შედეგად ნეგატიური გავლენების მინიმიზირება მოეხდინათ.ცნობისთვის, 1997 წელს როდესაც გადასახადის 3%-დან 5%-მდე, ხოლო 2018 წელს 8%-მდე გაზრდა მოხდა, ამან ქვეყანაში რეცესია გამოიწვია.იაპონიის პრემიერმა აქამდე ორჯერ გადაავადა ახალი ტარიფის ამოქმედება. მისი თქმით, ამ გადასახადის გაზრდა აუცილებელია, რათა ქვეყანაში ერის დაბერების პრობლემა“ გადაწყდეს.