რუსთავის #5 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დილიდან ჩვეულ რეჟიმში, შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კი რამდენიმე მოსწავლის მშობელი იმყოფება. მათი განმარტებით, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ისინი პრევენციის მიზნით იმყოფებიან, იმისათვის, რომ რაიმე ექსცესი კვლავ არ მოხდეს.
გაკვეთილების პროცესს ესწრება მეექვსეკლასელი მოსწავლეც, რომლის გამოც გუშინ სკოლაში ხმაური იყო.