ტანსაცმლის ამერიკული ბრენდი Forever 21 თავს გაკოტრებულად აცხადებს. როგორც გამოცემა Guardian-ი წერს, ლოს-ანჯელესში რეგისტრირებული კომპანია იმ მოთამაშეებს შორის აღმოჩნდა, რომლებმაც ონლაინ ვაჭრობაზე გადასვლა ვერ შეძლეს.2017 წლის დასაწყისიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედმა 20-ზე მეტმა საცალო მოვაჭრემ გაკოტრების დოკუმენტები გააფორმეს, რადგან მომხმარებელთა უმეტესობა ონლაინ მოვაჭრეების სერვისების - მაგალითად, Amazon-ის გამოყენებაზე გადავიდა.Guardian-ის ინფორმაციით, Forever 21 - 1984 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომელსაც 57 ქვეყანაში 815 მაღაზია აქვს. გასულ კვირას მოდის სფეროში ცნობილმა რითეილერმა განაცხადა, რომ ოქტომბრის ბოლოს იაპონიაში 14 მაღაზიას დახურავს. ყველაზე მეტი მაღაზიის დახურვას კომპანია ევროპასა და აზიაში გეგმავს, თუმცა მექსიკასა და ლათინურ ამერიკაში ოპერირებას განაგრძობს.