თბილისის მერიისა და "ავერსის" წარმომადგენლებმა 24 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას ახალი ერთობლივი პროექტი გააცნეს:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე ალ.ყაზბეგის 16 ნომრის ტერიტორიაზე განხორციელდება სანიტარული ჭრა, რომელიც მოიცავს დაავადებული და ზეხმელი ხეების მოჭრის და შემდგომ ახალი, მოზრდილი ნერგების დარგვის პროცესს.
ავერსის ტერიტორიაზე დაირგვება: 150 ცალი კედარი, 50 ამბრის ხე, ამდენივე მინდვრის ნეკერჩხალი, უნგრული ცაცხვი, ევროპული მუხა, წვრილფოთოლა იფანი, არღვანი, უეკლო გლედიჩი, იაპონური სოფორა და კელრეუტერია.